ხმის მიცემა ლამინირებული პირადობებით - ოპოზიცია "ოცნებას" პირობის შესრულებისკენ მოუწოდებს
ხმის მიცემა ლამინირებული პირადობებით - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ოცნებამ" პირობა უნდა შეასრულოს და საკითხი ისე დაარეგულიროს, რომ გაყალბების საშუალება აღმოფხვრილი იყოს. "საქართველოსთის" წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ თუ შეთანხმება კეთილსინდისიერად შესრულდება, მაშინ აღნიშნული კანონის მიღებაში არსებითი პრობლემა აღარ იქნება.
თუ ის შეთანხმება, რომელზეც იყო საუბარი, შესრულდება კეთილსინდისიერად, მაშინ, რეალურად, ამ კანონის მიღებაში არსებითი პრობლემა ნაკლებად იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ აქ მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება, რომელიც შედგა, ეს შეთანხმება შესრულდება თუ არ შესრულდება, - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
ენმ-ს წევრი დავით ხაჯიშვილი კი ამბობს, რომ თუ "ოცნება" კანონპროექტს არ ჩააგდებს, ის საკუტარ მსოახლეობას კიდევ ერთხელ "გადააგდებს".
თუ ჩააგდებს "ქართული ოცნება" შემედგ მოსმენაზე ამ საკითხს, შესაბამისად, ისინი იღებენ პასუხისმგებლობას თავის სიტყვებზე, პირველ რიგში. თუ არ ჩააგდებს, ე.ი., კიდევ ერთხელ გადააგდებს "ქართული ოცნება" ჩვენს მოსახლეობას, - ამბობს ენმ-ს წევრი დავით ხაჯიშვილი.
"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას სადარდებელი არაფერი აქვს და არჩევნები არ გაყალბდება. მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ არჩევნები მათ არასდროს გაუყალბებიათ.
ფრიდონ ინჯიას ინიციატივას "ქართული ოცნება" მწვანე შუქს უნთებს. პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პროექტი არჩევნებში ძველი პირადობების გამოყენების შესახებ. 81-მა დეპუტატმა ჩათვალა, რომ თუ ვინმე საარჩევნო უბანზე ლამინირებული პირადობებით მივა, ამით გაყალბების მექანიზმები დაზღვეული იქნება. არადა, "ოცნებას" ოპოზიციასთან შეთანხმება ჰქონდა დადებული, რომ ამ საკითხს მოაგვარებდნენ.