"ოცნება" ლავროვთან ერთად ერთ სამიტზე - პაპუაშვილი თავის მართლების რეჟიმშია

30.11.23 12:47
"ოცნება" ლავროვთან ერთად ერთ სამიტზე  - პაპუაშვილი თავის მართლების რეჟიმშია

შალვა პაპუაშვილი, ილია დარჩიაშვილის სერგეი ლავროვთან ერთად ეუთოს სამიტზე დასწრებას, წინა ხელისუფლებისკენ თითის გაშვერით ამართლებს და ამბობს, რომ როდესაც ომიდან 2 წელი იყო გასული, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე ასტანის სამიტში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც ასევე მონაწილეობდა ლავროვი და პუტინი მონაწილეობდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახლა საუბარი დარჩიაშვილისა და ლავროვის ერთ დარბაზში და სივრცეში ყოფნაზე აბსოლუტური ფარისევლობაა.

გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა ფორმატს იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები წარმოადგინოს.

„რაც შეეხება ეუთო-ს სამიტს, 2010 წელს სამიტში მონაწილეობას იღებდნენ მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი. იმ პირობებში, როდესაც ომიდან 2 წელი იყო გასული და ასტანის სამიტში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც მონაწილეობას იღებდა არა მხოლოდ ლავროვი, არამედ, ვლადიმერ პუტინიც. ასე, რომ ახლა საუბარი ერთ დარბაზში და სივრცეში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება არის აბსოლუტური ფარისევლობა. თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია. მათთვის საქართველოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, არამედ 2022 წელს გაახსენდათ მათ, რომ საქართველო არის ოკუპირებული. მანამდე ყველას გვახსოვს რა იყო მათი პოლიტიკა. პოლიტიკა იყო - ვიზების გაუქმება, საზღვარზე რუსი ტურისტების შეგებება. პოლიტიკა იყო ის, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან მიმართებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა, ეს ერთადერთი ბერკეტი დათმეს. არ ვიცი, ვისი კარნახით, მაგრამ დათმეს, აბსოლუტურად გაანიავეს ის ბერკეტი, რაც მათ ჰქონდათ. „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, არამედ, ყოველთვის ისინი მოქმედებდნენ სხვების კარნახით და არა ქართველი ხალხის.

ჩვენ ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები წარმოვადგინოთ, საქართველოს ეროვნული ინტერესი არის უპირველეს ყოვლისა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა სხვა ქვეყნების მხრიდან და საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თემების დროს განიხილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები