საკითხის დაყენება, რომ სანქციები არ მაწუხებს, არასერიოზულია - კოპალეიშვილი მურუსიძის განცხადებაზე

30.11.23 14:35
საკითხის დაყენება, რომ სანქციები არ მაწუხებს, არასერიოზულია - კოპალეიშვილი მურუსიძის განცხადებაზე

 აკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადება, რომ სანქციების საკითხი არ მაწუხებს, არასერიოზულ კომენტარს უწოდებს. 

მაია კოპალეიშვილის შეფასებით,  პრობლემაა ის, რომ სასამართლო ხელისუფლებაში და სასამართლოში არსებობენ მოსამართლეები, რომელთა მიმართ არის კითხვის ნიშნები. 

ყოფილი მოსამართლის ტქმიტ, ამერიკის მიერ გაკეთებული მძიმე შეფასებები  ხელისუფლების ყველა შტოს და სახელმწიფოს რეპუტაციას ეხება. 

ბატონ ლევანს ვურჩევდი, რომ საკუთარი თავი არ უნდა დააყენოს, როგორც მხოლოდ ლევან მურუსიძე. აქ პრობლემა დადგა, როდესაც სანქციები დადგა მოსამართლეების მიმართ. პირველ რიგში, პრობლემა იყო ის, რომ სასამართლო ხელისუფლებაში და სასამართლოში არსებობენ მოსამართლეები, რომელთა მიმართ არის კითხვის ნიშნები. ასე დაყენება, რომ არ მაწუხებს, ეს არ არის სერიოზული განცახადება. ეს არ არის მხოლოდ ერთი პიროვნების პრობლემა, ეს ეხება მთლიანად არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლების ყველა შტოს და სახელმწიფოს რეპუტაციას", - აღნიშნა მაია კოპალეიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სანქცირებული მოსამართლე აშშ-ს არ უჩივლებს, რადგან "ადვოკატის ფული არ აქვს"

ეკა ბესელიას შეფასებით, აშშ-მ 4 მოსამართლე  კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით დაასანქცირა. 

 

მსგავსი სიახლეები