დემონსტრაციული ნაბიჯი "ოცნების" მუქარაზე - პრეზიდენტი თსუ-ში მივიდა
სალომე ზურაბიშვილი თსუ-ში მივიდა. ამ დემონსტრაციული ნაბიჯით პრეზიდენტმა "ოცნების" მუქარის კამპანის საბოლოო წერტილი დაუსვა - თუ სტუდენტებს პრეზიდენტამდე არ მიუშვებენ, მაშინ პრეზიდენტი მივა ყველა სტუდენტამდე. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მთავარსარდალმა ახალგაზრდებს ევროპის მნიშვნელობაზე ესაუბრება, შემდეგ კი ახალგაზრდებმა ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
სტუდენტი ნიკო მანგაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის და სტუდენტების ერთობლივი აქტივობისთვის ხელის შეშლას ფორმალური მიზეზებით შეეცადა. მისი თქმით, რექტორმა მათ არ მისცა უფლება, სტენდი ხელმოწერების შესაგროვებლად შენობის შიგნით განეთავსებინათ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მივიღეთ სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება, რომ ერთობლივად ჩაგვეტარებინა ეს ხელმოწერების კამპანია და სიმბოლური იქნებოდა თუ ასეთ სტენდს განვათავსებდით ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის ეზოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში. წარმოუდგენელი იყო, რომ ამგვარი ბარიერი შეიძლება შეგვქმნოდა. ვესაუბრე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გუშინ, როცა ინვენტარი მოიტანეს პრეზიდენტის ადმინისატრციიდან, ვესაუბრეთ პირადად რექტორს ჯაბა სამუშია, თუმცა მან აბსურდული მიზეზები მომიყვანა, რომ შეიძლება ვიღაც არ ეთანხმებოდეს ამას, რომ ეს პოლიტიკური რპოცესია და ა.შ. ვუთხარი, რომ აბსოლუტურად ზეპარტიული პროცესია და ემსახურება მხოლოდა და მხოლოდ საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობას, თუმცა მისგან იყო პოზიცია, რომ ვერ დაუშვებდნენ ამგვარ აქტივობას უნივერსიტეტის სივრცეში. ბოლოს მითხრა, რომ განცხადება დაწერეთ, რამდენიმე დღეში განვიხილავთ, შეგატყობინებთ პასუხს. მთელი ეს მცდელობები არის მიმართული იქითკენ, რომ როგორმე ხელი შეუშალონ პრეზიდენტის და სტუდენტების ამ ერთობლივ წამოწყებას, - ამბობს მანაგაძე.
ისინი, ვინც პრეზიდენტს ყველაზე კარგად იცნობენ და იციან "ქართული ოცნების" ფსიქოლოგიაც, ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილში კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი ყველაზე დიდ პოლიტიკურ მეტოქეს ხედავს.
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ამბობს, რომ ზურაბიშვილისგან არანაირ გადაწყვეტილებას არ გამორიცხავს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სასიკეთო ჭრილში იქნება მიღებული.
რადგან ისეთი პრეზიდენტი გვყავს, რომელიც მაღალი გამბედაობით გამოირჩევა და მათ შორის, არაორდინალური გადაწყვეტილებებით, მე ზოგადად, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ყველაფერს რასაც ვუშვებ, ვუყურებ, რომ ის აუცილებლად ქვეყნის ინტერესების ჭრილში მიიღებს გადაწყვეტილებას. არჩევნები მოდის 2024 ში, არ გამოვრიცხავდი არცერთ ვერსიას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორი შეიძლება იყოს მისი გადაწყვეტილება, მაინც მგონია, რომ ეს დაკავშირებულია სად დაინახავს საკუთარ როლს ქვეყნისთის საჭირო კრიტიკულ მომენტში. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის პერსონალური კაპიტალის დაგროვების პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ის როგორც პრეზიდენტი ძალიან ზუსტად ხვდება, რომ მისი როლი არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული და ცდილობს, რტომ ეს დარჩენილი საპრეზიდენტო ვადა პირდაპირი მნიშვნელობით მოახმაროს იმას, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, - ამბობს ეკა ბესელია.