რომ დაიწყოს ბრძოლა, რას იზამს, სანქციებს შეცვლიან? ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს - ბესელია მურუსიძეზე
ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს - ასე ეხმიანება პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ "სანქციების საკითხი არ მაწუხებს".
დღეს ცნობილი გახდა, რომ სანქცირებული მოსამართლე აშშ-ს არ უჩივლებს, რადგან "ადვოკატის ფული არ აქვს"
ეკა ბესელიას შეფასებით, აშშ-მ 4 მოსამართლე კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით დაასანქცირა.
ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს. რა უნდა გააკეთოს იმ ქვეყანამ, რომელსაც ძალიან დიდი ინფორმაცია აქვს, მათ შორის, მოსამართლეების საქმიანობაზე. ეს გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ ფაქტები არ ჰქონდათ? ნურას უკაცრავად და რომ დაიწყოს ბრძოლა, რას იზამს, სანქციებს შეცვლიან? - არა, რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია ძალიან კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.