ქებათა ქება მოსკოვიდან - თალაკვაძის თქმით, მდინარაძემ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი განცხადება გააკეთა

30.11.23 13:22
ქებათა ქება მოსკოვიდან - თალაკვაძის თქმით, მდინარაძემ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი განცხადება გააკეთა

ქებათა ქება მოსკოვიდან - "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მდინარაძემ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი განცხადება გააკეთა.

თალაკვაძე ამბობს, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები თუ ვინმეს უხარია და თუ ვინმე პირველი ახმოვანებს, არის რადიკალური ოპოზიცია.

რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები თუ ვინმეს უხარია და თუ ვინმე პირველი ახმოვანებს ამას, ეს არის, სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მათი კონტროლირებადი მედია. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, მან გააკეთა საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი განცხადება და გახმოვანა ის პოზიცია, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს". - ამბობს არჩილ თალაკვაძე.  

ცნობისთვის, მარგარიტა სიმონიანმა სოცილურ ქსელში მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. 

მსგავსი სიახლეები