ლევან მურუსიძე ამერიკას არ უჩივლებს
ლევან მურუსიძე ამერიკას აღარ უჩივლებს - სასამართლოს სანქცირებული მოსამართლე ამტკიცებს, რომ ადვოკატის დასაქირავებლად ფული არ აქვს.
"ეს არის რაც არის, ვარ ასი პროცენტით მართალი" - ამბობს მურუსიძე.
როცა ბლინკენის უწყებამ კორუფციულ საქმიანობაში მისი ჩართულობის გამო შავ სიაში შეიყვანა, მაშინ ის ამბობდა რომ ეს იყო შეტევაა ქართულ სასამართლოზე რომელსაც უპასუხოდ არ დატოვებდა.
სიმართლე გითხრათ, სანქციების საკითხი არ მაწუხებს იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ, შესაბამისად, გავყვები და რაც იქნება ეგ არის. ყოველ შემთხვევაში, იცით, რა არის? მე რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასი ათასობით თანხა ვუხადო დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის იმიტომ, რომ ასი პროცენტით მართალი ვარ. ერთი სიტყვით, ყველაფერი დალაგდება, ასე მგონია იმიტომ, რომ მართალი ვარ. ვნახოთ, რა იქნება, როგორ იქნება“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ "ინტერპრესნიუსთან"
კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა სარჩელით მიმართოს აშშ-ში სასამართლოს ასე უპასუხა:
„არ გამოვრიცხავ, ახლაც ვფიქრობ, არ ვიცი, ვნახოთ, შევხედოთ, რა და როგორ იქნება“-განაცხადა მურუსიძემ.
- აშშ-მ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები რამდენიმე თვის წინ დაუწესა. მიზეზი მოსამართლეთა "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობა" გახდა.
- შტატებმა პირდაპირ თქვა, რომ სანქცირებულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
მურუსიძე, რომელიც ირწმუნება, რომ ადვოკატის ფინანსები არ აქვს, ერთ-ერთი მდიდარი მოსამართლეა.
ლევან მურიუსიძე 2012 წელს 1 ბინას ფლობდა. დღეს ლავენ მურუსიძისა და მასთან არასამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ლელა ჭანიას ქონების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ლევან მურუსიძე
- სახლი ძეგვში - მიწის ნაკვეთის ღირებულება - 105 000$
- მიწის ნაკვეთი კახეთში
- მარცვლეულის ბიზნესი
ლელა ჭანია
- ბინა საირმეზე - 50 000$
- ბინა მირიან მეფის გამზირზე - 40 000$
- 627M2 მიწის ნაკვეთი - 38 000$
- 700 M2 მიწის ნაკვეთი დიღომში - 45 000$
- ბინა ბათუმში - 35 000$
- სამაჯური 10 000$
- ბეჭედი 3 000$