"ალბათ, კომპლიმენტად თვლიან და ჩუმად უხდიან მადლობას" - სამადაშვილი მოსკოვის მიერ "ოცნების" ქებაზე
"ალბათ, კომპლიმენტად თვლიან და ჩუმად უხდიან მადლობას" - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მარგარიტა სიმონიანის მიერ "ოცნების" ქებას.
სამადაშვილის თქმით, მდინარაძეს, კობახიძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს უხარიათ, როდესაც რუსები აქებენ.
მემგონი ყველასთვის გასაგებია, რომ, როდესაც შენი უფროსი გაქებს, ეს სასიამოვნოა შენთვის, ამიტომ მდინარაძეს, კობახიძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, სადაც არის შეყუჟული იქ, არ ვიცი სადაა ამჟამად, ძალიან უხარიათ, როდესაც რუსები აქებენ, იმიტომ, რომ აქებან მათი უფროსები და ისინი ამას თვლიან კომპლიმენტად. ამიტო არ პასუხობენ. რა უნდა უპასუხო შენს უფროსს, როდესაც გაქებს, ალბათ, ჩუმად უხდიან მადლობას", - ამბობს სამადაშვილი.
ცნობისთვის, მარგარიტა სიმონიანმა სოცილურ ქსელში მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა.