ზურაბიშვილი ენმ-ს ფლანგის ნაწილია - შალვა პაპუაშვილი

30.11.23 13:44
ზურაბიშვილი ენმ-ს ფლანგის ნაწილია - შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას და ოპოზიციაში გადაბარგებას პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს. შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს ენმ-სფალნგის ნაწილად მოიხსენიებს. მისი თქმით, ქვეყანაში ანტიქართული კოალიცია იქმნება, რომელსაც ქართელი ხალხი 2024 წელს საკადრის პასუხს გასცემს. 

ერთ რამეს კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ის თანამდებობა, რომელიც მას უკავია, მას ავალდებულებს პოლიტიკურ ნეიტრალობას და ამის ნაცვლად ის არის ჩვეულებრივად ენმ-ს ფლანგის ნაწილი. ჩვენ რასაც ახლა ვაკვირდებით, ეს არის ის, რომ იქმნება ანტიქართული კოალიცია და ამ ანტიქართულ კოალიციაში ჩანს, რომ ბევრს ოპოზიციიდან სურს, რომ ენმ-ს ფრთის ქვეშ იყოს, ვინაიდან იქ ხედავს ფინანსურ რესურსებს, მედიარესურსებს და რა თქმა უნდა, ეს დიდი ლუსტრაციის პროცესი მიდის საქართელოს პოლიტიკაში. ჩვენს თვალწინ იქმნება ანტიქართული კოალიცია, ამიტომ 2024 წელს ქართელ ხალხს ექნება არცევანი, რომ პირდაპირ თანამედროვე ისტორიის შადიმანებს დაარქვან თავისის სახელი, მიუჩინოს თავისი ადგილი სტორიაში. კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს "ქართულ ოცნებას" , - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები