„ლავროვმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველასგან, თუ რატომ გმობენ რუსეთს" - ბორელი

30.11.23 13:44
„ლავროვმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველასგან, თუ რატომ გმობენ რუსეთს" - ბორელი

ამ წუთებში, მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს - დღევანდელი დღე, როგორც ჩანს, სანქცირებული ლავროვისთვის მარტივი არ იქნება, რადგან სამიტის დაწყებამდე ჯოზეფ ბორელმა დააანონსა, რომ დღეს ლავროვს მოუწევს მოისმინოს, რომ ევროკავშირი და ეუთო რუსეთის წინააღმდეგ ერთიანია და ამ გზავნილს გაატანენ რუს დიქტატორს პუტინთანაც.

„ლავროვმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველასგან, თუ რატომ გმობენ რუსეთს და რატომ არის ის იზოლირებული. კარგი შემთხვევა იქნება მისთვის, ამ შეხვედრის მონაწილეებისგან პირდაპირ მოისმინოს, თუ რატომ გმობენ რუსეთს და რატომაა ის იზოლირებული. შემდეგ კი ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და შეატყობინოს კრემლის მეთაურს, რომ ევროკავშირი და ეუთო რჩებიან ერთიანი რუსეთის აგრესიული, უკანონო ქცევის წინააღმდეგ", - ამბობს ბორელი.

მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს მინისტერიალზეა სერგეი ლავროვი და ილია დარჩიაშვილიც. რა აქვს სათქმელი ქართველ დიპლომატს პუტინის ერთგული კაცისთვის, ეს წუთი-წუთზე უნდა გახდეს ცცნობილი. ვიდრე შეკრება დაიწყებოდა, ცნობილი გახდა რომ მაკედონია ენტონი ბლინკენმაა დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. 
 

მსგავსი სიახლეები