გერმანიას სურს თქვას "კი" - გერმანიის ელჩი სტატუსზე
"გერმანიას სურს, რომ თქვას "კი", პასუხი იქნება პოზიტიური, - ეს განცხადება გერმანიის ელჩმა მედიასთან ცოტა ხნის წინ გააკეთა. გერმანელი დიპლომატი გასული ორი საათის განმავლოაბში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს ხვდებოდა. დახურულ კარს მიღმა მესამე სექტორი ევროპელ დიპლომატს არწმუნებდა, რომ ქართველი ხალხი ევროპას იმსახურებს.
გერმანია საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი წონიანი ქვეყანაა. მისი მხარდაჭერა საქართელოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მესამე სექტორი 15 დეკმებრამდე გეგმავს, შეხვედრები აკრედიტირებულ დიპლომატებთან გამართოს.
დღეს გვესტუმრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან და გადმომცეს წერილი გერმანიის მთავრობისთვის, რომელსაც ხელს აწერს 80 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ამ წერილით სთხოვენ გერმანიის მთავრობას, რომ თანხმობა განაცხადოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც გაიმართება 15 დეკემბერს. მე ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ ასეთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე და ევროკავშირის წევრობაზე. გერმანიას სურს, რომ თქვას "კი" და მე იმედი მაქვს, პასუხი იქნება პოზიტიური, თუმცა უნდა დაველოდოთ 14-15 დეკემბერს სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას იღებს 27 სახელმწიფოს მეთაური, მათ შპორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. სწორედ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, მე კი ოპტიმისტურად ვარგანწყობილი, - განაცხადა ერნტს პეტერ ფიშერმა.