საელჩოს ირგვლივ მოკალათებული პატარა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობა "ოცნებას" საკმარისად მიაჩნია - პრეზიდენტი

30.11.23 13:55
საელჩოს ირგვლივ მოკალათებული პატარა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობა "ოცნებას" საკმარისად მიაჩნია - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებში ემიგრანტების ჩარულობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხით ამ დრომდე არცერთი ხლეისუფლება არ დაინტერესებულა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. 

პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" საეჩოების ირგვლივ მოკალათებული პატარა ჯგუფის არჩევნებში ჩართულობითაც კმაყოფილია და კამპანიის დასაწყებად თავს აღარ იტკიებს. 

მთავარი ის არის, რომ როგორც თქვენ ახსენეთ, დღეს მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი მათ შორის არალეგალი და არაფერი კეთდება, არცერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა ჩვენი თანამემამულეების ამ რაოდენობით, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, რაც მათი უფლებაა.

რატომ? იმიტომ რომ საელჩოს ირგვლივ კარგად მოკალათებული იმ პატარა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობა სრულიად საკმარისად მიიჩნეოდა და რატომ უნდა აეტკიებინათ თავი და დაეწყოთ საზღვარგარეთ რაღაც კამპანია, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნებოდა, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები