მესამე სექტორის შეხვედრა ელჩებთან - რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა
საქართველოს ევროინტეგრაცია - მესამე სექტორი ევროპელ დიპლომატებს ხვდება. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დიპლომატებს წერილებს გადასცემენ, სადაც მათ ხელისუფლებებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერას სთხოვენ.
ვხვდებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ გადავცეთ მათ ხელისუფლებას ჩვენი თხოვნა, სამოქალაქო სექტორის, რომ ისმინონ ქართველი ხალხის ხმა და ევროპული საბჭოს შეხვედრის დროს მხარი დაუჭირონ. ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა იყო ახლა გერმანიის ელჩთან, გადავეცით ჩვენი წერილი და გერმანიის ელჩმა გაიმეორა ის, რაზეც გერმანიის ხელისუფლება ბოლო პერიოდში ღიად და საჯაროდ საუბრობს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ინტეგრაციას და იმედია, დეკემბერში მიიღება ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ქართელ ხალხს უნდა, - ამბობს "მედიის ადვოკატირების კოალიციის" თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ეს ისტორიული შანსი ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას და ამისთვის უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებენ.
საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც იცით, მიიღება საბჭოზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვხვდებით, რა გამოწვევეის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ამიტომ ეს შანსი ჩვენ არ უნდა დავკარგოთ და ამ შეხვედრებს ჩვენ გავაგრძელებთ, ცხადია. დღეს უკვე მე-5 ელჩს ვხვდებით და ყველა ელჩს შევხვდებით იმისთვის, რომ ჩენი სათქმელი მივიტანოთ. გვექნება ძალიან ბევრი სამუშაო, ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გამოცდილება ჩვენი ქვყენის ანახებს, რომ როცა მოისურვა ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ბევსრ მიაღწია, ამიტომ ეს დამოკიდებულება მათი მხრიდან პოზიტიურია, - ამბობს ეკა გიგაური.