საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს - პიტერ სტანო
"საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს" - ასე პასუხობს პიტერ სტანო "რადიო თავისუფლების" წერილობით შეკითხვას, განიხილება თუ არა საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.
ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერი აცხადებს, რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა ქარათველმა ხალხმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სარგებელი მიიღოს.
"საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს. აუცილებელია მთელი ძალისხმევის მიმართვა, რათა საქართველოს მოსახლეობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცვესიდან სარგებელი მიიღოს", - აღნიშნა სტანომ.