რატომ დასდევთ მარგარიტა სიმონიანის განცხადებას - კობახიძე

30.11.23 15:06
რატომ დასდევთ მარგარიტა სიმონიანის განცხადებას - კობახიძე

რატომ დასდევთ მარგარიტა სიმონიანის განცხადებას, ჩვენ არ დავსდევთ - ასე უპასუხა მოსკოვიდან წამოსულ ქებაზე დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძემ.

"ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სრულად იზიარებს მამუკა მდინარაძის განცხადებას.

მისი თქმით,  მთავრობის გადაწყვეტილების გამო, არ შეიძლება რუსეთში მცხოვრება 150 ათასმა ქართველმა დაკარგოს სამსახური.

სრულად ვიზიარებ მამუკა მდინარაძის განცხადებას. გიჟი უნდა იყო, რომ 150 ათას შენს თანამოქალაქეს დააკარგვინო სამუშაო ადგილი. ამის მერე, რა მნიშვნელობა აქვს მარგარიტა სიმონიანი რას ფიქრობს. თქვენ რატომ დასდევთ მარგარიტა სიმონიანის, რუსი კომენტატორების განცხადებას რატომ დასდევთ. ჩვენ არ დავსდევთ.  მათთვის მოსაწონი პოლიტიკა კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ის პოლიტიკა, რომელიც არის ჩვენს ინტერესებში. ჩვენი გადაწყვეტილების გამო, არ შეიძლება 150 ათასმა ადამიანმა დაკარგოს სამსახური, იმიტომ, რომ სიგიჟეა", -განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მარგარიტა სიმონიანმა სოცილურ ქსელში მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. 

მსგავსი სიახლეები