კობახიძემ პრეზიდენტი ოპოზიციის მოკავშირედ გამოაცხადა

30.11.23 15:07
კობახიძემ პრეზიდენტი ოპოზიციის მოკავშირედ გამოაცხადა

სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის კამპანიას აგრძელებს, - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარე საუბრობს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რასაც ახლა ზურაბიშვილი აკეთებს, მხოლოდ არჩევნებში წარმატებას ემსახურება. მისი თქმით, სტატუსის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება საჭირო არ არის, რადგან ევროკომისიის დასკვნა უკვე არსებობს. 

მას შეუძლია ჩავიდეს წალენჯიხაში და დახვდება მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, წალენჯიხის მერი, მაგრამ რაც შეხება ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ისინი რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენელს არ ხდვებიან, ეს ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია. სალომე ზურაბიშვილი რა კამპანიასაც აწარმოებს, რომ ვიცით ამის პოლიტიკური მოტივი რაც არის, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის კამპანიების გაგრძელება. სინამდვილეში ეს ხომ მთლიანად პოლიტიკური კამპანიაა. სისულელეა ხელმოწერების შეგროვება იმ პირობებში, როდესაც კომისიის დასკვნა არსებობს და 15 დეკემბერს ვიცით, რომ იქნება ევროპული საბჭოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩაერთო კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციურ კამპანიაში. რაც შეეხება ემიგრანტებს, გახსნილი იქნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და ემიგრანტებს ექნებათ სურვილის შემთხვევაში ხმის მიცემის საშუალება. ეს იქნება უზრუნველყოფილი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. სალომე ზურაბიშვილს ვირჩევდი, რომ ასე ღიად ნუ გაშფრავს ხოლმე საკუთარ ალიანსს ნაცმოძრაობასთან, - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები