"რუსული აგრესია საქართველოდან დაიწყო" - რა გზავნილებით გაიხსნა სკოპიეში ეუთოს მინისტერიალი
რუსული აგრესია საქართველოდან დაიწყო - ამ გზავნილებით გაიხსნა სკოპიეში ეუთოს მინისტერიალი. ამ წუთებში, ევროპელი ლიდერები სერგეი ლავროვის თანდასწრებით საუბრობენ პუტინის დიქტატორულ ბუნებაზე. ჩრდილოეთ მაკედონიიდან რუსეთიც უცვლელ პრეზიდენტს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრიანიდან და დაასრულოს მეზობლების ოკუპაცია.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის მიმდინარე სასტიკ დარღვევას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი და აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ და სრულად გამოიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებით, რუსეთმა დაარღვია ყველა პრინციპი, რომელზეც ევროპკავშირის უსაფრთხოება დგას. რუსეთმა სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევა წლების წინ დაიწყო, მათ შორის საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში პირველად 2014 წელს", - განაცხადა მინისტერიალზე ესპანეთის წარმომადგენელმა.
რამდენიმე საათში სიტყვით ილია დარჩიაშილი გამოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისაუბრებს საქართველოს გამოწვევებზე, თუმცა არ უთქვამს, ისაუბრეს თუ არა რუსეთის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის თამაზ გინტურის, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე.
მინისტრის ცენტრალური გზავნილების შესახებ უფრო მეტი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.