"გიჟი უნდა იყო, რომ ენჯეოების მარშს შეუერთდე" - "ოცნების" ბოიკოტი სახალხო მსვლელობას

30.11.23 15:36
"გიჟი უნდა იყო, რომ ენჯეოების მარშს შეუერთდე" - "ოცნების" ბოიკოტი სახალხო მსვლელობას

"შენი ხმა ევროპას" - ამ სახელწოდების სახალხო მარშს "ქართული ოცნება" არ შეუერთდება. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები უარს ამბობენ, ქუჩაში 9 დეკმებერს ხალხთან ერთად დგომაზე. "ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მარშის ორგანიზატორები, რეალურად, ევროინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. 

ეს ის ენჯეოები არიან, რომლებიც "დანოსებს" აგზავნიდნენ ბრიუსელში იმასთან დაკავშირებით, რომ საქართელოს არ ეკუთნოდა კანდიდატის სტატუსი. იმათ მარშს, როგორ შეიძლება, გიჟი თუ არ ხარ, შეუერთდე? არ ვიცი ამაზე რას იფიქრებს მარგარიტა სიმონიანი, მაგრამ გიჟი უნდა იყო, რომ ენჯეოების მარშს შეუერთდე.  ასეთი ადამა~იანებს მარშს როგორ შეიძლება ისეთი ადამიანი შეუერთდეს, რომელსაც ელემენტალური პატივისცემა აქვს საკუტარი ქვეყნის?, - ამბობს კობახიძე. 

მესამე სექტორის დაანონსებულ მარშს ფარსს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეც. 

ალბათ კიდევ ერთხელ ნახავთ, რაში იფლანგება უცხოური გრანტები, რომლებიც შემდეგ საქვეყნოდ გვეუბნებიან, რომ აი, ჩვენ ფული გაჩუქეთ... ასეთ რაღაცეებში ფლანგავენ, იყიდიან დროშებს, სასტვენებ, დალევენ ყავას, გაშლიან პრეზენტაციას, იტყვიან, რომ უყვართ ევროპა და საქართელოდ ა საქმე საქმეზე რომ მიდგება, კვლავ საქართველოს გამოუთხრიან ძირს ის ნაწილი ენჯეოებისა, რომლებიც ამას აკეთებენ, რა თქმა უნდა, ასეთ აქციებს ფარსის სახე თუ ექნება, - ამბობს პაპუაშვილი. 

"შემი ხმა ევროპას" -  თბილისში პროევროპული მარშისთვის ემზადებიან. 9 დეკემბერს მოქალაქეეებს ევროპის მოედანზე ელოდებიან. მოქმედებაზე 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გადავიდა. ხელისუფლების დუმილის ფონზე ხალხმა გადაწყვიტა, ევროპას საკუთარი ხმა ქუჩიდან გააგონონ. 

 

მსგავსი სიახლეები