რაზე ისაუბრებს დარჩიაშვილი სამიტზე - მინისტრს კომენტარში თამაზ გინტური არ უხსენებია
რა აქვს სათქმელი ილია დარჩიაშვილს ევროპელი ლიდერებისა და სერგეი ლავროვისთვის? - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისაუბრებს საქართველოს გამოწვევებზე, თუმცა არ უთქვამს, ისაუბრეს თუ არა რუსეთის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის თამაზ გინტურის, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე.
არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციას აქვს განსაკუთრებული როლი, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. ასევე, არის უმნიშველოვანესი პლატფორმა ვისაუბროთ, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე და სწორედ ამ პლატფორმის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის ვიმყოფებით აქ. აქ არიან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს არის პლატფორმა, რომელსაც ვიყენებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
სკოპიეში ამ წუთებშიც, მიმდინარეობს ეუთოს მინისტერიალი. რამდენიმე საათში სიტყვით ილია დარჩიაშილი გამოვა. მისი ცენტრალური გზავნილების შესახებ უფრო მეტი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.