პრეზიდენტს თსუ-ში ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

30.11.23 17:10
პრეზიდენტს თსუ-ში ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

საქართველოს პრეზიდენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა.

მოპოვებული წერილით დგინდება, რომ პრეზიდენტს არა მხოლოდ სტუდენტებთან შეხვედრას უშლიან, არამედ, სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარების უფლებაც არ მისცეს, სადაც სალომე ზურაბიშვილს სურდა ევროპასადა ევროინტეგრაციაზე ესაუბრა.

პრეზიდენტის ღია ლექცია 3 ნოემბერს უნდა გამართულიყო, სადაც ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე უნდა ესაუბრა და იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას სტატუსის მიღება, თუმცა სახელმწიფო უნივერსიტეტმა პრეზიდენტს სალექციო დარბაზის კარი ისე ჩაუკეტა, რომ სტუდენტებისთვის არაფერი უკითხავთ.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში არანაირ ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებენ. რექტორი ჯაბა სამუშია არც "პირველების" ზარებს პასუხოსბ და არც შეტყობინებებს.

წყარო "პირველებს" უყვება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ უარის მიზეზი კონდინციონერის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იყო. 

სტუდენტ ნიკო ნერგაძის ინფორმაციით, თსუ არ არის ერთადერთი უნივერსიტეტი, სადაც ლექციის ჩატარებაზე საქართველოს პრეზიდენტს უარი ეთქვა.

პრეზიდენტს ასევე უარი უთხრეს, რომ მოსულიყო უნივერსიტეტში და გაემართა საჯარო ლექცია. უფროსწორად განცხადება გადაუგზავნეს და იქიდან ფორმალური არგუმენტით დაუბრუნეს უკან პასუხი, რომ კონდინციონერი არის გაფუჭებული, თუ რაღაც ფორმალური მიზეზი. თუმცა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მითხრეს, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა სხვა რეგიონებშიც - ქუთაისის და ზუგდიდის უნივერსიტეტებში. ამიტომ, ეს ვერ იქნება ერთი რიგითი ფაქტი და შემთხვევითობა. ეს არის საერთო პოლიტიკის ნაწილი, დამოკიდებულების, რომელსაც ხელისუფლება იჩენს. ხელისუფლება დემონსტრაციულად ხელს უშლის პრეზიდენტის ნებისმიერ წამოწყებას და მცდელობას, რომ კომუნიკაცია ჰქონდეს სტუდენტებთან".- ამბობს ნიკო მანაგაძე.

 

 

მსგავსი სიახლეები