ოკუპანტის მიზნები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში - რუსეთი სისასტიკეში ეუთოს მინისტერიალზე ამხილეს
ეუთოს მინისტერიალზე ოკუპანტ რუსეთს ორგანიზაციის მთავარი პრინციპების დარღვევაში დასავლური ქვეყნების ლიდერები ადანაშაულებდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრით, საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტის ხელყოფით არღვევს ყველა ცივილიზებულ სტანდარტსა და საერთაშორისო კანონებს.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა სერგეი ლავროვის თანდასწრებით საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და რუსეთს ეუთოს მთავარი პრინციპების დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ვუერთდები ყველა ჩემს კოლეგას, რომლებიც იმ უმძიმეს პერიოდზე საუბრობენ, რომელიც ახლა გვაქვს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში სრულიად ეწინააღმდეგება ცივილიზებულ სტანდარტებს და საერთაშორისო კანონს და იმ პრინციპებს, რომელზეც ეს ორგანიზაცია დაფუძნდა.
საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე კონფლიქტი მოითხოვს ჩვენს განახლებულ ძალისხმევას გადავჭრათ ისინი და დავუახლოვოთ საზოგადოება იმ არჩევანს, რომელიც მათმა ხალხმა აირჩია - იყვნენ უფრო ფართო საზოგადოების ნაწილი, რომელთა ქვეყნები იცავენ კანონის უზენაესობას. მე ვუერთდები კოლეგებს და მოვუწოდებ რუსეთს, შეწყვიტოს ამ ორგანიზაციის მთავარი პრინციპების დარღვევა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის მოსმენა სურთ,“ - ამბობს აშშ-ის წარმომადგენელმა.
საერთაშორისო პრინციპების დარღვევაში რუსეთის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმაც ამხილა, ოკუპანტ ქვეყანასთან ომში მყოფ უკრაინას კი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაგრძელება აღუთქვა.
რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო პრინციპებს ამ გამანადგურებელი შედეგებით. უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ მისი თავისუფლებისთვის, არამედ ყველა ერის უფლებებისთვის. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ეკონომიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გამოიყენებს. რუსეთი მარცხდება ამ უკანონო ომში, მაგრამ ის უნდა ჩაფლავდეს სრულად,“ - ამბობს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.
რუსეთის აგრესია რომ მთელ ევროპას ემუქრება, ამასთან დაკავშირებით კანადის წარმომადგენელმა ისაუბრა და რუსეთის სისასტიკის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
უკრაინაში შეჭრა მხოლოდ უკრაინით არ არის შემოსაზღვრული, რუსეთმა ძირი გამოუთხრა საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის აგრესია ემუქრება არა მხოლოდ მის მეზობელ ქვეყნებს და დანარჩენ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს. რუსეთის ქმედებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა გლობალური საკვების უსაფრთხეობასა და ასევე ენერგეტიკის უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა კანადის წარმომადგენელმა.