ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლის დროს რამდენიმე დელეგაციამ დარბაზი დატოვა

30.11.23 17:59
ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლის დროს რამდენიმე დელეგაციამ დარბაზი დატოვა

ეუთოში სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს ზოგიერთმა დელეგაციამ სხდომათა დარბაზი დატოვა. ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე დელეგაციების ნაწილმა სხდომათა დარბაზი მაშინ დატოვა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საუბარი დაიწყო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დელეგატებმა დარბაზიდან გასვლა იმ განცხადების გაკეთებისთანავე დაიწყეს, რომლის შემდეგაც სიტყვა რუსეთის მინისტრს გადაეცა. რუსმა მინისტრმა თავის გამოსვლაში დაადანაშაულა ევროკავშირი იმისთვის, რომ სურს „კიევის რეჟიმს ორგანიზაციის კარი დაჩქარებული წესით გაუღოს."

ლავროვმა თავის სიტყვაში ასევე თქვა, რომ ეუთო, სავარაუდოდ, "უფსკრულის ზღვარზეა" და რომ დასავლეთი "კლავს ჯგუფის აღდგენის შანსებს".

ლავროვის შემდეგ მომდევნო სპიკერმა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის მინისტრის გამოსვლის რიგ თეზისებს "შეცდომაში შეყვანის" მცდელობა უწოდა, მაგრამ ლავროვმა არ მოუსმინა კოლეგას და შეხვედრა დატოვა.

მსგავსი სიახლეები