"ჩვენი ხმა ევროპას" - პრეზიდენტი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება

30.11.23 19:03
"ჩვენი ხმა ევროპას" - პრეზიდენტი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება

"ჩვენი ხმა ევროპას" - ხელმოწერების კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება.

ამ წუთებში სასახლეში სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელი იკრიბება. მათ სიტყვით სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.  მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ. 

მსგავსი სიახლეები