წახალისებული ძალადობაა, ბოდიშს ვიხდი, მათ და ჩემ მაგივრადაც, უმაღლესი საბჭო არ არის ფიზიკური დაპირისპირების ასპარეზი - ანთაძე
"ეს წახალისებული ძალადობაა" - აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი ლევან ანთაძე მომხდარს "დღის ამბებთან" აფასებს. ლევან ანთაძე ერთ-ერთია, ვისაც "ქართული ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ლევან ანთაძე იხსენებს, რას მოჰყვა ფიზიკურ დაპირისპირება და ამბობს, რომ კამათი ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობას მოჰყვა.
იყო რიგგარეშე სხდომა და გამოდიოდა საკითხი - 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღეს როცა საუბრობენ იმაზე, რომ შემოსავალ იზრდდება, ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის - სეკვესტრირებული ბიუჯეტი შემოიტანეს - 28 მიილიონი დააკლდა ბიუჯეტის შესრულებაში. ბოლოსკენ მიდიოდა პროცესი, რა თქმა უნდა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ამ ყველაფერზე გვქონდა საუბარი და ბოლოს ფრაქციის თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი ამთავრებდა სიტყვას, როცა „ოცნების“ დეპუტატმა ტიტე არეშიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მოჰყვა შემდეგ ის დაძაბულობა და რაც იხილეთ. ჩემი მხრივ, ბოდიშს ვიხდი, მათ და ჩემ მაგივრადაც, რა თქმა უნდა, უმაღლესი საბჭო არ არის ფიზიკური დაპირისპირების ასპარეზი. მაგრამ როდესაც არგუმენტი არ გაქვს, როცა საწინააღმდეგოს ვერ ამბობ, გადადიხარ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაც ვიხილეთ სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ბოდისშს მოვიხდი ჩემი მხრიდან,“ - ამბობს ანთაძე.
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება 2023 წლის ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას მოჰყვა. ცვლილებებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აკრიტიკებდნენ.