ხელჩართული ჩხუბი აჭარის უმაღლეს საბჭოში - რა გახდა სხდომის პარალიზების მიზეზი
ხელჩართული ჩხუბი აჭარის უმაღლეს საბჭოში. "ოცნება" ოპოზიციის კრიტიკას უკვე მუშტი კრივით პასუხობს. ასე მოხდა ახლაც - ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებს შევარდნაძის დროინდელი ბიუჯეტი უწოდა და ხელისუფლებას უთხრა, რომ ის არ არის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული.
ოპოზიციის დეპუტატს ეს განცხადება ფიზიკური ანგარიშსწორების ფასი დაუჯდა. ელგუჯა ბაგრატიონს "ოცნების" წევრები მიუცვივდნენ და სცემეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ დეპუტატს. სხდომა პარალიზებული იყო, დეპუტატებს უსაფრთხოების სამსახური აშველებდა. საბოლოოდ, "ოცნებამ" სადავო დოკუმენტი ერთპიროვნულად ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა.