რუსეთის აგრესია საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში - ეუთოს მინისტერიალზე ლავროვს კრიტიკის მოსმენა მოუწია

30.11.23 20:11
რუსეთის აგრესია საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში - ეუთოს მინისტერიალზე ლავროვს კრიტიკის მოსმენა მოუწია

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვმა აღარ მოუსმინა. სანქცირებულმა რუსეთის პირველმა დიპლომატმა ეუთოს მინიტერიალი სიტყვის დასრულებისთანავე დატოვა.

ილია დარჩიაშვილის გამოსვლის ძირითადი აქცენტები საქართველოს ოკუპაცია და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა იყო - თქვა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და მინისტერიალის მონაწილეებს თამაზ გინტურის მკვლელობა შეახსენა. რუსული აგრესია დღევანდელი მინისტერიალის მთავარი თემაა. 

ლავროვს დარჩიაშვილისთვის არ მოუსმენია, თუმცა მანამდე  ბევრი ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილზე და 2008 წლის ომზე. ამერიკის შეკვეთა, რომელიც სააკაშვილმა შეასრულა - თქვა პუტინის მთავრობის მაღალჩინოსანმა 15 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ. ლავროვის სამიზნე იყო  ევროკავშირი და ნატოც, თუმცა მანამდე თავად ისმენდა ევროპელი კოლეგების უმკაცრეს კრიტიკას. პოლიტიკოსები ერთი მეორის მიყოლებით ითხოვდნენ დიქტატორი პუტინისგან ომის შეწყვეტას და მეზობელი სახელმწიფოების ოკუპაციის დასრულებას. 

მსგავსი სიახლეები