"შენი ხმა ევროპას" - მზადება მარშისთვის და პრეზიდენტისთვის სტუდენტებთან შეხვედრის ხელშეშლა

30.11.23 20:27
"შენი ხმა ევროპას" - მზადება მარშისთვის და პრეზიდენტისთვის სტუდენტებთან შეხვედრის ხელშეშლა

 

პრეზიდენტს სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე უარი გაფუჭებული კონდიციონერის გამო უთხრეს. სალომე ზურაბიშვილს სტუდენტებთან შეხვედრა და ლაპარაკი ევროპულ ღირებულებებს უნდოდა. თუმცა რექტორმა ჯაბა სამუშაიმ ორბელიანების სასახლიდან მიღებული წერილი უპასუხოდ  დატოვა. "პირველების" ინფორმაციით კი, რექტორმა დუმილის შემდეგ პრეზიდენტს შეუთვალა, რომ დარბაზში კონდიციონერი იყო გაფუჭებული და შეხვედრას ვერ დააორგანიზებდა. უნივერსიტეტი, რომელიც პოლიტკურ გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს დღეს მმართველი პარტიის პოლიტკურ მარწუხებში მოექცა.

პრეზიდენტის გარდა "ოცნებას" მიზანში ჰყავს ამოღებული ყველა, ვინც  ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქმედებაზეა გადასული. თავდასხმის სამიზნე გახდა სამოქალაქო სექტორიც. 70-მა ორგნიზაციამ ქართველ ხალხთან ერთად სახალხო მარში დაანონსა. ყველას, ვისი არჩევანიც ევროპაა, 9 დეკემბერს ევროპის მოედანზე ელოდებიან.  ეს იქნება შანსი, რომ  გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ გაიგონ, რა სურს  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.

მსგავსი სიახლეები