სანქცირებული მოსამართლე აშშ-ს აღარ უჩივის - მიზეზი უფულობაა

30.11.23 20:51
სანქცირებული მოსამართლე აშშ-ს აღარ უჩივის - მიზეზი უფულობაა

 

ლევან მურუსიძე ამერიკულ სანქციებს შეეგუა. სასამართლო კლანის შეფმა სასამართლოში ჩივილი გადაიფიქრა. ეს არის რაც არის, ვარ ასი პროცენტით მართალი - ამობობს სანქცირებული მოსმართლე, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ მას სასამართლო დავის შემთხვევაში მოგების იმედი არ აქვს. კვლავ ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ამავე დროს ამერიკული სანქციების გასაჩივრების ეშინია. 

მურუსიძე უფულობას უჩივის. ამბობს, რომ ადვოკატებისთვის გადასახდელი ფული არ აქვს. თუმცა თუ მის ხარჯებს გავითვალისწინებთ მოსამართლე ხელმოკლედ აშკარად არ ცხოვრობს. მხოლოდ გასულ წელს მისი ოფიციალური ანაზღაურება 84 ათასი ლარი იყო.  ძეგვში აშენებული აგარაკი კი ლევან მურუსიძეს 200 ათასზე მეტი დაუჯდა. მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დეოფლისწყაროში ათეულობით ჰექტარ მიწასაც ფლობენ, ოღონდ ეს მიწები კლანის შეფებს სხვის სახელზე აქვთ გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები