სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში - "პირველებს" ახალ დეტალებს შვილმოკლული დედა უყვება

30.11.23 20:43
სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში - "პირველებს" ახალ დეტალებს შვილმოკლული დედა უყვება

 

გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე საგარეჯოში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ფაქტზე? ახალ დეტალებს "პირველებს" დედა უყვება, რომელსაც შვილი თვალწინ ჩაუცხრილეს. მისი  თქმით, საბედისწერო ღამეს თავდამსხმელი მარტო არ  ყოფილა. მას შემდეგ, რაც ხირხავაროვმა ყოფილი ცოლი დაჭრა და მეგობარი მოკლა ადგილიდან  მანქანით გაიქცა, რომელშიც შვილმოკლული დედის ინფორმაციით, ძმა ელოდებოდა. 24-საათიანი ძებნის შემდეგ გაქცეულ სავარაუდო მკვლელს ხელბორკილები იორმუღალოს ტყეში დაადეს. ხირხავაროვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს.

მსგავსი სიახლეები