"რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან" - პრეზიდენტი ბიზნესმენებს შეხვდა
ბიზნესი და პოლიტიკა უნდა იყოს ცალ-ცალკე - სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი გზავნილი ხელისფულებას. პრეზიდენტი ბიზნესმენებს ათონელის რეზიდენციაში ესაუბრა.
სტარტაპერები სასახლეში დაპატიჟა და უთხრა, რომ ბიზნესი დაცვისთვის აუცილებელია კანონმდებლობუის შეცვლა და პოლიტიკის გამიჯვნა ბიზნესისგან.
დაახლოება ევროკავშირთან არის დამოკიდებული იმაზე, რომ ჩვენ შევასრულოთ მთელი რიგი კანონმდებლობა. ეს ნიშნავს თქვენთვის მეტი დაცულობა, მომხმარებლისთვის მეტი დაცულობა. რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ცხადი არის ერთობლივად უნდა ავითარებდნენ ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად, ესეც არის ერთ-ერთი ევროპული წესი. ჩვენ კი გვაქვს თეორიულად მოცემულობა, რომ შეიძლება გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია ევროკავშირში, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკაში ეს არ არის ისე გამოყენებული, როგორც ამის შესაძლებლობა არსებობს,“ - ამბობს ზურაბიშვილი.