ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვის გამოსვლისას ეუთოს მინისტერიალი დატოვა

30.11.23 21:01
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვის გამოსვლისას ეუთოს მინისტერიალი დატოვა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლისას ეუთოს მინისტერიალი დატოვა. ამის შესახებ იან ლიპავსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

მე არ მოვუსმინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას სკოპიეში. ვფიქრობდი, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, იმ ოთახში ყოფილიყო ჩვენი კოლეგა, რომელსაც დეზინფორმაციის მონიტორინგი ევალებოდა", - წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები