ქვეყანას გვგლეჯენ, კანონი არ კანონობს - სუბელიანი
„ეს დაუსჯელობის სინდრომი, ეს უსამართლობის განცდა და ის მთავარი მესიჯი, რომელსაც ხელისუფლება უშვებს საზოგადოებისკენ, რომ ნაძირლების არის ეს ქვეყანა,“ - ეს განცხადება „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორმა ანა სუბელიანმა „რეაქციაში“ გააკეთა.
დაუსჯელობის სინდრომზე საუბრისას სუბელიანმა 5 ივლისის მოვლენები და დაუსჯელი „ალტ ინფოს“ წარმომადგენლები მოიყვანა.
ეს დაუსჯელობის სინდრომი, ეს უსამართლობის განცდა და ის მთავარი მესიჯი, რომელსაც ხელისუფლება უშვებს საზოგადოებისკენ, რომ ნაძირლების არის ეს ქვეყანა, პირდაპირ ვიტყვი და არა კეთილსინდისიერი ადამიანის. შენ თუ ხარ მართლა კრიმინალური ქმედებების განმახორციელებელი, ძველი ბიჭი, ქურდული გაგების, მოძალადე - მეტად პოულობ შენს კავშირს ამ მმართველ პარტიასთან, მეტი წახალისება გაქვს.
დიდი სურათი უნდა დავინახოთ - საით მიდის ეს ქვეყანა, მართლა ქვეყანას გვგლეჯენ, კანონი არ კანონობს, კანონი მოქმედებს მხოლოდ ადამიანების დასაშანტაჟებლად,“ - ამბობს ანა სუბელიანი.