"შეიძლება იყოს სტუდენტი, რომელსაც პრორუსული შეხედულება აქვს" - მანაგაძე თსუ-ს რექტორის არგუმენტებზე
რატომ უთხრა თსუ-ს რექტორმა სტუდენტებს და პრეზიდენტს "შენი ხმა ევროპას" ფარგლებში ხელმოწერების შეგროვებაზე უარი? - სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი ნიკო მანაგაძე რექტორთან შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ამ კამპანიას რომელიმე სტუდენტი არ ეთანხმებოდეს პრორუსული შეხედულებების გამო.
ალბათ, სტუდენტებშიც არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც გარკვეული მანიპულაციის თუ დაშინების მსხვერპლი შეიძლება გახდეს, მაგრამ სტუდენტები არიან საზოგადოების ის სეგმენტი, სადაც ყველაზე ნაკლებად მუშაობს ამგვარი ბერკეტების გამოყენება - ნაკლები არის ზეწოლის მექანიზმები, იმიტომ, რომ საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე შეიძლება მოახდინონ სოციალური თემებით მანიპულირება, რომ დახმარებებს მოუხსნიან...
ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პირადად პრეზიდენტთან ჩვენს სტუდენტურ მოძრაობას აქტიური კავშირი გვაქვს, გარკვეულ პროექტებს ვახორციელებთ, მათ შორის ამ კამპანიის ფარგლებში - ჩვენი ხმა ევროპას - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ განგვეთავსებინა სტენდი, მათ შორის სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის ეზოში, სადაც გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ ხელმოწერები შეგვეგროვებინა და როცა წინასწარ გვკითხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ხომ არ შეიძლება ყოფილიყო რაიმე ტიპის პრობლემა უნივერსიტეტის რექტორის თუ ადმინისტრაციის მხრიდან, კითხვამაც კი ცოტა გამაოგნა, იმდენად არ ველოდი, რომ ამგვარი შეფერხება შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ როდესაც გუშინ ეს ატრიბუტიკა მოიტანეს და შევედი რექტორთან, მქონდა მოლოდინი, რომ უბრალოდ სიტყვიერად გავაფრთხილებდი, იმდენად არ მქონდა მოლოდინი რომ იმ პასუხს მივიღებდი, რაც მივიღე - აბსოლუტურად, თითიდან გამოწოვილი არგუმენტები, რომ შეიძლება ამ უნივერსიტეტში იყოს სტუდენტი, რომელიც არ ეთანხმება, დავუშვათ პრორუსული შეხედულება აქვს, ანუ 24 ათასი სტუდენტიდან შეიძლება იყოს ერთი მაინც, რომელიც არ ეთანხმება - მე გავხედე მის კაბინეტში, ევროკავშირის დროშა გიდევთ და შეიძლება ამასაც არ ეთანხმებოდეს - ამიტომ მე მაქვს ასეთი პირობაო, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში არ უნდა იყოს პოლიტიკა, მე ვუხსნიდი, რომ ეს ზეპარტიული საკითხია,“ - ამბობს ნიკო მანაგაძე.