დაიწყება თუ არა პირდაპირი დიალოგი ოკუპირებულ აფხაზეთთან - რაზე ისაუბრეს შამბამ და ყოლბაიამ?

01.12.23 11:30
დაიწყება თუ არა პირდაპირი  დიალოგი ოკუპირებულ აფხაზეთთან - რაზე ისაუბრეს შამბამ და ყოლბაიამ?

დაიწყება თუ არა პირდაპირი  დიალოგი ოკუპირებულ აფხაზეთთან? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანს, სერგეი შამბას დისტანიცურად ესაუბრა. 20 წუთიან შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტის დაძლევის შესაძლებლობები განიხილეს.

ონლაინ შეხვედრის ორგანიზატორი ჟურნალისტი ვანო ჩოკორაია იყო, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს შეკითხვებს უსვამდა. ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად სერგეი შამბამ თქვა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ არსებობს.

ამ აზრს იზიარებს ვახტანგ ყოლბაიაც, რომელიც ფიქრობს, რომ სწორედ საუბრით არის შესაძლებელი კონფლიქტის მოგვარება. საბჭოს წევრი ამტკიცებს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების სახელით არ მოქმედებდა და საუბარი პერსონალურ შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ. 

როცა ჟურნალისტმა შემომთავზა შეხვედრის გამართვა, მე, რა თქმა უნდა, დავეთანხმე, მაგრამ არ მეგონა, რომ მე არ მეგონა, რომ თვითონ შამბა დათანხმდებოდა ჩემთან საუბარს. ვლაპარაკობდი შამბასთან არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ როგორც ვახტანგ ყოლბაია, რომელსაც აფხაზეთი კარგად იცნობს, აქვს თავისი ბეგრაუნდი და კარგად ცნობილია, როგორც თვითონ აფხაზურ პოლიტიკური ისტაბლიშემნტი, ამიტომ ჩემს მასტან საუბარს არ სჭირდებოდა არცერთი სტატუსი საქართველოს ხელისუფლებიდან, მათ შორის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრობა. უნდა ვისაუბროთ ყველასთან. ხვალ რომ რუსები გავიდნენ აფხაზეთიდან, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ აფხაზეთთან თანაცხოვრება შეგვეძლოს. შეიძლება შამბას უფრო მეტი პრობლემა გაუჩნდეს ახლა პოლიტიკურ წრეში, ვიდრე სხვაგან, რამეთუ არ არის ისე საქმე ცალსახად, რომ იტყვიან, რომ ყველას უნდოდეს თბილისთან სიტუაციის დალაგება, - ამბობს "პირველებთან" საუბრისას ვახტანგ ყოლბაია. 

"პირველები" აღნიშნულ ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებსაც ესაუბრა. მათი თქმით, ისინი აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის წინააღმეგები არიან, რადგან ნებისმიერი პირი, რომელიც აღნიშნულ კონფლიქტს ეთნიკურად აცხაებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმედეგ მოქმედებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთადერთი, ვისთანაც შესაძლოა, საუბარი უნდა გაიმარფთოს, ეს რუსეთია. 

აქ მნიშვნელოვანია გავერკვეთ, ვისთან არის დიალოგი. ადამიანებთან, რომლებმაც ჩაიდინეს ეთიკური წმენდა, რომელმაც დაარღვია კონსტიტუციური წყობა ჩვენი ქვეყნის და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა მოირღვეს. ამ ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობა არის "კრიმინალები". ჩვენ კრიმინალებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას? ეს პირველი კითხვაა, მეორე თემა: რა საკითხზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, როდესაც ისინი დამოუკიდებლად თვლიან თავს? ნებისმიერი პირდაპირი მოლაპარაკება სეპარატისტ ლიდერებთან აღქმული იქნება აფხაზების და რუსების მხრიდან როგორც აღიარება აფხაზეთის დამოუკიდებლობის, - ამბობს "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.

ოპოზიციისგან განსხვავებით, აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებას ქართული ოცნება" მიესალმება. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დიალოგი პრიორიტეტულია და მას ხელი უნდა შეეწყოს.  

მსგავსი სიახლეები