მუშაობს თუ არა თსუ-ში კონდინციონერი? - რას ამბობენ უნივერსიტეტში
მუშაობს თუ არა თსუ-ში კონდინციონერი, რა მიზეზითაც საქართველოს პრეზიდენტს უარი ეთქვა ლექციების ჩატარებაზე -
უნივერსიტეტში სტუდენტები და ლექტორები ღიად ამბობენ, რომ ლექციები შეუფერხებლად ტარდება და არც კონდინცირებას აქვს რაიმე პრობლემა.
"ლექციებიც ტარდება და კონდინციონერებიც მუშაობს, რატომ არ უნდა იმუშაოს..."- ამბობენ უნივერსიტეტში.
ახლა მთავარი კითხვაა, უნივერსიტეტში, სადაც ირაკლი კობახიძე და სხვა ლექტორები ლექციებს შეუფერხებლად ატარებენ, რატომ არ ეძლევა საშუალება საქართველოს პრეზიდენტს ჩაატაროს ლექციები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დუმილის რეჟიმშია გადასული. თსუ-ს ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ამბობს რა მიზეზით დაუბლოკეს პრეზიდენტს საჯარო ლექცია სტუდენტებთან. კამერებს ემალება ჯაბა სამუშიაც, რექტორი, რომელსაც ნებართვის მისაღებად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილით მიმართა.
პრეზიდენტის ღია ლექცია 3 ნოემბერს უნდა გამართულიყო, სადაც ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე უნდა ესაუბრა და იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას სტატუსის მიღება.