65 მილიონი საერთაშორისო დავებისთვის - რაში იფლანგება ბიუჯეტის თანხა?

01.12.23 11:44
65 მილიონი საერთაშორისო დავებისთვის - რაში იფლანგება ბიუჯეტის თანხა?

65 მილიონი საერთაშორისო დავებისთვის - ეს არის თანხა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო მომავალ წელს დახარჯავს. აქამდე წამოწყებული საქმეები ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ამიტომ ახლა დამატებითი მილიონები სჭირდებათ. მხოლოდ 2023 წელს უკვე 70 მილიონია დახარჯული.

რატომ ფლანგავს ხელისუფლება ფულს მთავრობის მიერ გაფუჭებულ საქეებში?  უცხოური კომპანიები საქართველში სამართალს ვერ პოულობენ, ამიტომ დავები საერთაშორისო სასამართლოებში ინაცვლებს. რა ხდება შემდეგ?  საარბიტრაჟო დავებს, ძირითათად, ქართული მხარე აგებს, ამიტომ ბიუჯეტიდან გადახდილი ფული წყალს მიაქვს.

ექსპერტები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. სპეციალიტები ერთ-ერთ პრობლემად სასამართლო სისტემას ასახელებენ, რომლის ნდობაც უცხოურ კომპანიებს არა აქვთ, ამიტომ კონტრაქტებში საერთაშორისო სასამართლოებში წასვლა პირდაპირ არის გაწერილი. 

ფიზიკურმა პირებმა, იურიდიულმა პირებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საერთაშორისო სასამართლოებში იდავონ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ იპოვეს სამართალი. ეს, რა თქმა უნდა, არის კონტრაქტების დარღვევა, არის შეუსრულებელი ვალებულებები, რომელიც სახელმწიფომ არ შეასრულა ან იმ კომპანიებმა არ შეასრულეს, რომლებიც დავიქირავეთ. საერთო ჯამში, მთავრობის არასწორი ქმედებების, არასწორი კომპანიების მოძიების, არასწორი მართვის ბრალია ის, რომ დღეს ბიუჯეტიდან ხალხის ფულს, ასობით მილიონ ლარს ვხარჯავთ სასამართლო დავებში და ეს არის პრობლემა, რომ საქართველოში გვაქვს სასამართლო ძალიან ცუდი. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობას, რომლებიც არიან რეპუტაციულად კარგი კომპანიები, რადგან ხშირ შემთხვევაში, არის კომპანია დამნაშავე, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს საქართველოს მთავრობას, რადგან მისი ვალებულებაა კარგი რეპუტაციული კომპანიის მოძებნა. ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.