პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს.
„პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზნისთვის. ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა იოსელიანმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დუმილის რეჟიმშია გადასული. თსუ-ს ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ამბობს რა მიზეზით დაუბლოკეს პრეზიდენტს საჯარო ლექცია სტუდენტებთან. კამერებს ემალება ჯაბა სამუშიაც, რექტორი, რომელსაც ნებართვის მისაღებად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილით მიმართა.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ უარის მიზეზი კონდინციონერის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იყო. თუმცა დღეს უნივერსიტეტში მისულ "პირველების" ჯგუფს სტუდენტებმაც და ლექტორებმაც უთხრეს, რომ კონდინცირება გამართულად მუშაობს.
პრეზიდენტს სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით უმალავენ.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ანალოგიური პრომლების წინაშე მთავარსარდალი ქუთაისის და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც აღმოჩნდა.