კაფე-ბარ "სავანეს" მეპატრონე მუნიციპალური განვითარების ფონდის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს
მუნიციპალური განვითარების ფონდის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შევიდა. შოთაძის უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით კაფე-ბარ "სავანეს" მესაკუთრე მიმართავს.
ინდმეწარმე ქუთაისიდან ამტკიცებს, რომ ფონდი სავარაუდო კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული და ხელშეკრულებების დარღვევებით აქვს გაფორმებული.
ჩვენ დღეს მივმართავთ პროკურატურას სავარაუდო კორუფციის ფაქტის შესახებ - ეს დოკუმენტები ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა წარადგინეს სასამართლოში, რითიც ამტკიცებენ ჩვენი კაფე-ბარის დანგრევის აუცილებლობას. ეს არის ხელშეკრულება გაფორმებული მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს დაგს შორის, რომლის მიხედვითაც თითქოს ქალაქის ცენტრალურ ბაღში უნდა დაინგრევს სხვადასხვა ობიექტი, ისეთი ობიექტები, რომელიც ქალაქის ცენტრალურ პარკში არ არსებობს,“ - ამბობს დამფუძნებელი.
იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტაცია, რომლითაც შენობის დანგრევას იტხოვენ, გაყალბებულია.
დღეს, კაფე ბარ სავანეს მეპატრონეებთან ერთად მივმართეთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. კერძოდ კი, მუნიციპალური განვითარების და ქუთაისის მერიის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შენობას ანგრევენ არის გაყალბებული და არასრული. დოკუმენტაცია იმდენად არასრულია რომ ესკიზიც კი არ ახლავს იმ შენობის, რომლის გამოც მოქმედ შენობას ანგრევენ. არავის ილუზია და არც იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ამათი პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებს ან მსვლელობას მისცემს, მაგრამ ძალიან მალე, როცა ჩვენ გვეყოლება დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო, აუცილებლად მოუწევთ მსგავსი საქმეების თაროდან ჩამოლაგება და გამოძიების დაწყებაც კონკრეტულად იმ ადამიანებზე, რომლებიც სავარაუდო კორუფციული ინტერესების გამო, საბუთების გაყალბებით, სასამართლო კლანთან ერთად ცდილობენ კერძო საკუთრების მითვისებას," - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.