საქართველოში რუსი ნაციონალისტი დმიტრი დემუშკინი არ შემოუშვეს

01.12.23 12:06
საქართველოში რუსი ნაციონალისტი დმიტრი დემუშკინი არ შემოუშვეს

საქართველოში რუსი ნაციონალისტი და რუსეთის მიერ ექსტრემისტად გამოცხადებული დმიტრი დემუშკინი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად დემუშკინი ავრცელებს. რუსი ოპოზიციონერი წერს, რომ თბილისის აეროპორტში ის პოლიციამ თვითნფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დააკავა.

საქმეებზე მივფრინავდი, ბილეთები, სასტუმროები, ყველაფერი წესრიგში მქონდა. უარი მითხრეს რუსულ ენაზე განემარტათ თუ რისთვის დამაკავეს. საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანა არ არის. ვარკვევთ. გაავრცელეთ, - წერს დემუშკინი ტელეგრამ არხზე. 

საიდან და რა მიზნით მოფრინავდა დემუშკინი საქართველოში უცნობია. საქართველოს შსს მის დაკავებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ საქართველოში შემოსვლაზე ეთქვა უარი.

მოგვიანებით დემუშკინმა ისევ სოციალურ ქსელში დაწერა: "საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ვიყო. რუსეთში მადეპორტებენ. დოკუმენტებს არ მიბრუნებენ“. 
 

მსგავსი სიახლეები