ენგურზე საოკუპაციო რეჟიმი საბაჟო ტერმინალს აშენებს - რას ამბობს "ოცნება"

01.12.23 15:45
ენგურზე საოკუპაციო რეჟიმი საბაჟო ტერმინალს აშენებს - რას ამბობს "ოცნება"

ენგურზე საოკუპაციო რეჟიმი საბაჟო ტერმინალს აშენებს. ინფორმაცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ დაადასტურა. ტერმინალი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და პირიქით, ტვირთების გატარებას მოემსახურება.

ამ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ ცენტრალური კითხვაა, აქვს თუ არა საბაჟო ტერმინალის მშენელობის დაწყებისთვის რუსეთის რეჟიმს საქართველოს ხელისუფლების თანხმობა. "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების გარეშე საბაჟო უბრალოდ ვერ იმუშავებს.

მუშაობა დიდი ხანია მიდის ენგურ გაღმა. იქ, გალის ტერიტორიაზე დიდი ტერმინალისთვის მზადება მიდის, მშენებლობას ვგულისხმობ და იქ რაღაც ზონა იხსნება, ეკონომიკური ზონის მაგვარი, რომელიც გულისხმობს ამ ვაჭრობის განვითარებას. როგორი იქნება, რა იქნება, ჩემთვის უცნობია. ყველ შემთხვევაში, ვაჭრობა და ურთიერთობა ყოველთვის რაღაც საშუალებას იძლევა გახნისლობის, ურთერთობის აღდგენის. რუსეთი აშენებს. რუსეთი ბევრ რამეს აკეთებს, რომელიც ჩვენს ინტერესებში არ შედის და ჩვენი საწინააღმდეგოა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში. ჩვენ ახლა ვუსწრებთ მოვლენებს, - ამბობს ყოლბაია. 

ის, რომ საოკუაპციო რეჟიმი საბაჟო ტერმინალს აშენებს დღეს გია ვოლსკიმაც დაადასტურა. "ოცნების" წევრი ამბობს, რომ ეს ერთგვარი "ტრიუკია" და საბაჟო საქართელოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ვერ იმუშავებს. 

ვადასტურებ, რომ აფხაზეთის  მხარეს შენდება გარკვეული სივრცე. ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზე, რომ რაღაც საბაჟო სისტემის შემოღება უნდათ და სახელმწიფოებრიობის ნიშნების შემოტანა უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური "ტრიუკია" იმის გათალისწინებით, რომ ეს ენგურზე ორმხირვი შეთანხმება უნდა იყოს ნებისმიერი საბაჟო ურთიერთობისა, რაც ნონსენსია, გამორიცხულია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, - ამბობს ვოლსკი.