არაერთხელ მივმართეთ ქართულ მხარეს, რომ შევხვედროდით სააკაშვილს, თუმცა არ გვაქვს ამის შესაძლებლობა - უკრაინის სახალხო დამცველის წარმომადგენელი
უკრაინის სახალხო დამცველი ამ დრომდე ელოდება "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებას, იმისთვის, რომ მიხელ სააკაშვილი მოინახულოს. დღეს უკრაინელი ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ "ვივა მედში" შესასვლელი ნებართვა ისევ არ არსებობს.
უკრაინის სახალხო დამცველს უკვე ერთ წელზე მეტია, სურს გაიგოს, როგორ პირობებში იმყოფება უკრაინის დაპატიმრებული მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.
რაც შეეხება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, მონიტორინგი გრძელდება სახალხო დამცველის მხრიდან, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ქართულ მხარეს, რათა შესაძლებლობა გვქონოდა რომ შევხვედროდით, გადაგვემოწმებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად რა პირობებში იმყოფება. ჩვენ ჩავრთეთ ქართული დიასპორა უკრაინაში, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა უშუალოდ ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას, მიუხედავად ამისა, ეს საკითხი აქტუალურია და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგს," - თქვა უკრაინის რადას სახალხო დამცველის კომიტეტის წარმომადგენელმა.