35 მილიონი სამივლინებო ხარჯებში - საით მიფრინავენ "ოცნების" მინისტრები
35 მილიონი ლარი სამივლინებო ხარჯებში - "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხალხის კუთვნილი ფულის ფლანგვაშია მხილებული. ცნობლია უწყებები, ვინც წლიდან წლამდე საქმიან მოგზაურობებში სულ უფრო მეტს ხარჯავს.
ყველაზე მხარჯველ უწყებებს შორის პირველობას არ თმობს იუსტიციის სამინისტო, მას მოსდევს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებიც. გასულ წელთან შედარებით თანხები გაორმაგებულია. ამ ჩამონათვლაში ერთ-ერთ ბოლო ადგილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იკავებს.
მაშინ, როცა მთავრობა სალომე ზურაბიშვილს საქმიან შეხვედრებზე არ უშვებს, როგორც ირკვევა ბიუჯეტიდან თავად კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ.
2023 წლის 6 თვეში დაახლოებით 35 მილიონი ლარი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მივლინებებზე, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის 6 თვეში იყო. მივლინებებში თანმხლები პირების რაოდენობა მეტია. იმათ გარდა, ვისი წასვლაც აუცილებელია, იმათ კიდევ მიჰყვება სხვა თანამშრომლები, რაც ამ ხარჯებს ბერავს. ეს არის ისეთი თემა, რომელიც დეტალურად უნდა შეისწავლოს აუდიტის სამსახურმა და უნდა დადოს დასკვნა, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ეს თანხა", - ამბობენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართელოში".
"ლელოს" წევრს, საბა ბუაძეს აინტერესებს, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები მუდმვივად დასავლელი პარტნიორების ლანძღვაში არიან, სად დაფრინავენ და სად ხარჯავენს ხალხის კუთვნილ ფულს.
ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს საქართველოში და რომელმაც საქართველო ჩამოაშორა ევროკავშირს და აშშ-ს, გაურკვეველია რა ვოიაჟებში დადის და რაში იხარჯება გადასახადის გადამხდელის ფული, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხებია დახარჯული და მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება არ ერიდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეურაცხყოფას და გინებას, მაშინ ჩნდება კითხვა, სად დადის ეს ხალხი, რა ტიპის მივლინებებში დადიან და რას აკეთებენ". - ამბობს საბა ბუაძე.
"ოცნებაში" კი თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა სჭირდება, რაც მივლინებებს და თანხას საჭიროებს.
ის, რომ ოპონენტები და თქვენც გვიკიჟინებდით, რომ სად ხართ, ახლა საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა იყოთ გაკრეფილებიო, თუ იქ უნდა ვიყოთ, ბუნებრივია ამას მივლინება სჭირდება და ის, რომ მივლინებას თანხა სჭირდება, ეს ორჯერ ორი ოთხია, შესაბამისად, ასეთ დროს, რომ ეს ასეა, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება. ეს მიზნობრიობა აუცილებლად იქნება დასაბუთებული და წარმოდგენილი", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.