ხალხს უჭირს იპოვოს სამართალი - პრეზიდენტის გზავნილები პანკისის ხეობიდან
საქართველოს ხალხს უჭირს იპოვოს სამართალი - პრეზიდენტმა დღეს კრიტიკის ქარცეცხლში კლანის მართული სასამართლო გაატარა. თქვა, რომ ქვეყანა, რომელსაც ინსტიტუციების სიძლიერის დიდი ტრადიცია ჰქონდა დღეს ამ ინსტიტუციების გასაძლიერებლად ვერაფერს აკეთებს. ეს განცხადებები სალომე ზურაბიშვილმა პანკისში გააკეთა, სადაც ხასო ხანგოშვილი ხსოვნის ღონისძიებას დაესწრო.
მე ვიცი, რომ ბატონი ხასო ასევე მუშაობდა ძველ ადათ-წესებზე, ძველი სამართლის ძეგლებზე და ესეც გვავიწყდება, რომ იმ ქვეყანაში, როცა ზოგჯერ სამართლის პოვნა გვიჭირს, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადგილობრივი სასამართლოები უძველესი დროიდან გვქონდა და ქართული მთა, ზოგადად, ძალიან მდიდარი იყო სწორედ ამ ძველი სასამართლოებით.
სანამ ჩვენ დღევანდელ ინსტიტუტებზე გადავიდოდით, რომელთა გაძლიერება ზოგჯერ გვიჭირს, ბატონი ხასო, როგორც უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, სწორედ ამ ძველ ინსტიტუტებს წარმოადგენდა, რომელიც ბევრად ადრე ამ ქვეყნის საყრდენი იყო, ამიტომ ზოგჯერ საჭიროა დავუბრუნდეთ ჩვენს ძირებს და იმ ძირზე ავაშენოთ ხვალინდელი მომავალი, რომელიც ასე გვჭირდება.
ქალბატონო დარიკო, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა და ეს ჯილდო არ არის მხოლოდ თქვენი ოჯახისთვის გადმოცემული ჯილდო, არამედ ეს არის ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის გადმოცემული ჯილდო”- განაცხადა პრეზიდენტმა.