დარეჯან ცხვიტარია ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს - მაია კალანდია
ენმ-ის წევრის, მაია კალანდიას ინფორმაციით, დარეჯან ცხვიტარია ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. ინფორმაციას კალანდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დარეჯან ცხვიტარია - ფოთის საკრებულოს, ფრაქციის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავმჯდომარეობიდან გადააყენეს მისმა ,,თანამებრძოლებმა''...
ამას აკეთებს ენმ-ს მენეჯმენტი, ერთიანობისა და მიშას ერთგულებისათვის.
ადამიანი, რომელიც ორი წელია ზის და ათენებ-აღამებს მიშას პალატის წინ!" - წერს კალანდია.