"ოცნება" პრეზიდენტს ყველგან ბლოკავს - ზურაბიშვილს უნივერსიტეტებში ლექციის წაკითხვის უფლებას არ აძლევენ

01.12.23 20:13
"ოცნება" პრეზიდენტს ყველგან ბლოკავს - ზურაბიშვილს უნივერსიტეტებში ლექციის წაკითხვის უფლებას არ აძლევენ

 

 

იძებნება თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის რექტორი და მისი ადმინისტრაცია. დღეს "პირველების" ჟურნალისტისთვის სასწავლებლის ყველა კარი ჩაიკეტა. არ პასუხობენ კითხვებს და არც ტელეფონებს. არადა, საქმე ერთ უწყინარ კითხვას ეხება - მუშაობს თუ არა უნივერსიტეტში კონდიციონერი? სწორედ ამ მიზეზით ჯაბა სამუშიამ საქართველოს პრეზიდენტს უარი უთხრა ლექციის ჩატარებაზე. უნივერსიტეტის ლექტორები კი დღეს თავს კომფორტულად ნამდვილად არ გრძნობდნენ. მათი ნაწილი ღიად ამბობდა, რომ პრეზიდენტისთვის უარის თქმა მიუღებელია. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამონაკლისი არ არის. სალომე ზურაბიშვილმა უარი ზუგდიდისა ქუთაისის უნივერსიტეტებისგანაც მიიღო, თუმცა ამ სასწავლებლების ხელმძღვანელები მიზეზად თარიღის შეუთანხმებლობას ასახელებენ. ფაქტია, რომ "ოცნება" ყველგან ბლოკავს ქვეყნის პრეზიდენტს, სადაც ხელი მიუწვდება. ხელისუფლების წარმომადგენლები არც მალავენ, რომ კონსტიტუციის დამრღვევ სახელმწიფოს მეთაურს სტუდენტებისთვის ლექციების ჩატარების უფლება არა აქვს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები