საოკუპაციო რეჟიმი ენგურზე საბაჟო ტერმინალს აშენებს - "ოცნება" შეთანხმებას უარყოფს

01.12.23 20:31
საოკუპაციო რეჟიმი ენგურზე საბაჟო ტერმინალს აშენებს - "ოცნება" შეთანხმებას უარყოფს

 

 

რა მოლაპარაკებები არსებობს საოკუპაციო რეჟიმთან? ენგურზე საბაჟო ტერმინალის აშენება დაწყებულია. ამ გზით საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონის გავლით რუსეთში დამატებით ტვირთები გაივლის. მას შემდეგ, რაც ახალი გეგმის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა დაუდასტურა, კითხვების ადრესატები ხელისუფლების წარმომადგენლები გახდნენ. გასცა თუ არა ნებართვა ოფიციალურმა თბილისმა ენგურზე საბაჟო ტერმინალის აშენების შესახებ?  

ასეთი ნებართვის გაცემას "ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ხელისუფლების ეს პოზიცია  კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.  ამ შემთხვევაში რთული დასაჯერებელია, რომ  საოკუპაციო რეჟიმმა   მასშტაბური ტერმინალის მშენებლობა ქართულ მხარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დაიწყო. ფაქტია, რომ რუსეთი ლარსის ალტერნატიულ გზას ეძებს და ოკუპირებული აფხაზეთი ამ შემთხვევაში მოსკოვისთვის იდეალური ვარიანტია.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები