"მოგვეცით კანდიდატის სტატუსი" - ქართველი ხელოვანების გზავნილი ბრიუსელს

01.12.23 20:19
"მოგვეცით კანდიდატის სტატუსი" - ქართველი ხელოვანების გზავნილი ბრიუსელს

 

 

კანიდიდატის სტატუსის  საკითხი საქართველოსთვის ჯერ ისევ ღიაა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 2 კვირით ადრე ბრიუსლეში კვლავ მსჯელობენ. ცნობილი ხდება იმ დოკუმენტის შენაარსი, რომელსაც 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ. ბრიუსელი ევროკომისიის დათქმების შესრულებას ელოდება, თუმცა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ჩართვას ითხოვს. ქართველ ხალხს მხარდაჭერა დღეს შარლ მიშელმაც გამოუცხადა, თუმცა "ოცნებას" მიანიშნა, რომ რეფორმების გარეშე ევროპასთან დაახლოება არ მოხდება. 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი ბრიუსლეში ქართველი ხელოვანების გზავნილიც ჩავა. რაც უფრო ახლოვდება ისტორიული თარიღი, მით უფრო აქტიურდება ქართული საზოგადოება. ევროინტეგრაციის კამპანია რეკორდულ მასშტაბებზე გადის. მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები, მწერლები,მხატვრები - დღეს ყველამ ევროკავშირს ინდივიდუალური მიმართვა გაუგზავნა. "რაც ჩვენ გამოვიარეთ, არ გვინდა იგივე მომავალმა თაობამ ნახოს" - ერთ წიგნაკში შეგროვებულ ქართული კულტურის ხმას ხელოვანები ევროპის პოლიტიკურ დედქალაქში  აგზავნიან.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები