65 მლნ საერთაშორისო დავებში - რაში იხარჯება ხალხის ფული?
კიდევ ერთი ტვირთი ბიუჯეტისთვის - 65 მილიონი მომავალ წელს საერთაშორისო დავებში დაიხარჯება. მხოლოდ იმიტომ, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ახლა ხალხის მილიონებს დამატებით ითხოვენ. რაში იხარჯება დიდი ფული? ამ ეტაპზე საქართველოს რვა მხოლოდ საინვესტიციო დავა აქვს. ეს რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია, რაც ფინანსურის გარდა საქართველოს დიდ რეპუტაციულ დარტყმასაც აყენებს.
რატომ მიდის საქმე საარბიტრაჟო დავებამდე? არსებობს რამდენიმე ვერსია. პირველი - სავარაუდო კორუფციული ინტერესების გამო არჩევენ კომპანიების, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს. მეორე- ხელშეკრულებები ისეა შედგენელი, რომ საბოლოოდ, ქვეყანის ინტერესებს აზიანებს და მესამე - უწყებები არაფერს აკეთებენ იქამდე, ვიდრე საქმე სასამართლოში არ მივა. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.