26 მლნ ტენდერები "ოცნების" მაღალჩინოსნების ჭიათურელ ახლობლებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიგეს - ფლანგვის დეტექტორი

01.12.23 22:26
26 მლნ ტენდერები "ოცნების" მაღალჩინოსნების ჭიათურელ ახლობლებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიგეს - ფლანგვის დეტექტორი

ტენდერები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ჭიათურელ ახლობლებთან დაკავშირებულმა ხუთმა კომპანიამ, ძირითად შემთხვევაში, უკონკურენტოდ მოიგო - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ჭიათურელი მაღალჩინოსნების ახლობლის, გაგალე ბრეგვაძის კომპანიებს ხელშკრულებებს ძირითადად ჭიათურის მერია უფორმებს.

ჯამურად, ამ ხუთ კომპანიასთან გაფორმებული 248 ხელშეკრულებიდან 82% შემთხვევაში (193), კომპანიებს კონკურენტი არ ჰყოლიათ.

ერთი და იგივე კომპანია ხან საკვებ პროდუქტებს აწვდის სახელმწიფოს, ხან სამშენებლო მასალებს, ზოგჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ასრულებს - გააჩნია ტენდერს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპანიას საქმიანობის გამოკვეთილი სფერო არ გააჩნია და იმის მიხედვით მუშაობს, თუ რა მომსახურების შესყიდვაში აპირებს ფულის დახარჯვას ჭიათურის მერია ან სხვა სახელმწიფო ორგანო.

მიუხედავად იმისა, რომ ფლანგვის დეტექტორმა 2020-2022 წლებში ორი კვლევა გამოაქვეყნა ამ თემაზე, გაგალე ბრეგვაძესთნ დაკავშირებულ კომპანიებთან საჯარო უწყებებმა 2023 წელს 10,060,568 ლარის ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს". - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები