შულავერის კომიტეტმა ბოლშევიკური გადაწყვეტილება მიიღო - იძულებით გადაყენებული ცხვიტარიას კომენტარი

02.12.23 11:47
შულავერის კომიტეტმა ბოლშევიკური გადაწყვეტილება მიიღო - იძულებით გადაყენებული ცხვიტარიას კომენტარი

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს. დარეჯან ცხვიტარიას თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ დეპუტატი არ აქტიურობდა და სხდომებს აცდენდა. ეს ძირითადი მიზეზია, თუმცა დავით ხომერიკი, რომელიც ცხვიტარიას მოადგილე იყო, ამტკციებს, რომ ცხვიტარია გუნდთან შეუთანხმებელ პოზიციებს აჟღერებდა. ახალი თაობის ბოლშევიკებმა სასჯელი გამომიტანესს თავისუფალი აზრისთვის - ასეთია იძულებით გადაყენებული ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია.

შეიკრიბა თანამედროვე შულავერის კომიტეტი და მიიღეს ბოლშევიკური გადაწყვეტილება. მე რომ განცხადება გავაკეთე ხაბეიშვილის გადადგომაზე, ვინაიდან ჩვენ გვინდა ერთობა და ამ ერთობას ვერ აკეთებს ეს ადამიანი, ვერ შექმნის ერთობას, ეს არის პირიქით. ვინ დღემდე მოიტანა პარტია თავისი მხრებითა და ღირსებით, ყველა გაყარა მოსვლიდან მეხუთე დღეს და შემოიყვანა "ოცნების" ნამცეცები და შემოიყვანა ხალხი, რომელიც ასჯერ არის გადამხტარი სხვადასხვა პარტიებზე. ადამიანი, რომელსაც თავისი ჩრდილისაც კი ეშინია, ამ გადაწყვეტილებას თავისით მიიღებდა? კვიპროსის კლუბში გადაწყვეტილი გადაწყვეტილებაა ეს. მე არ ვაპირებ პარტიიდან წასვლას და ვერც ვერავინ გამაგდებს", - განაცხადა ცხვიტარიამ.

მსგავსი სიახლეები